"დღეს, ულამაზეს თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით, ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა, რომელმაც თელავში 26 მაისის საზეიმო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

თელავში განთავსებულია ენერგეტიკასთან დაკავშირებული საგამოფენო ინსტალაციებიადგილზე წარმოდგენილია შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ფოტოზონასაბავშვო-გასართობი სივრცეადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაასევე დაგეგმილიასაზეიმო კონცერტისამზადისში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამინისტროს სისტემაში შემავალი ენერგეტიკული პროფილის უწყებები და ორგანიზაციებისაქრუსენერგონავთობის და გაზის კორპორაციასაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია,  საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი,  საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა და ენგურჰესი

თელავში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ფოსტა - მოეწყო ფოტოზონები და ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო ინსტალაციებისაბავშვო-გასართობი სივრცე და ..

აქ ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთესტუმრონ სპეციალურად მოწყობილ ენერგეტიკულ სივრცეებსეს კუთხეები საინფორმაციოსაგანმანათლებლოგასართობი და შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული. ასევეყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობაგაეცნოს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციასსპეციალურად შექმნილი მაკეტების საშუალებითსტუმრები ახლოს გაეცნობიან ენერგეტიკული დარგის ფუნქციონირებას და ნახავენთუ როგორ წარმოიქმნება ელექტროენერგია“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

მისივე თქმითსაგამოფენო სივრცეში გამოფენილია რუკებირომლებიც აჩვენებსთუ სად გადის მაგისტრალური მილსადენები და როგორია საქართველოს ელექტროგადამცემი სისტემა

ინგა ფხალაძესთან ერთად თელავში იმყოფება ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემინისტრის მოადგილეებმა ეკონომიკის სამინისტროს  ენერგეტიკისა და ფოსტის თემატიკასთან დაკავშირებული შემეცნებით-გასართობი  სივრცეები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთანპლატონ კალმახელიძესთან ერთად  დაათვალიერეს.