შერეულ ორთაბრძოლებში UFC-ის გრანდიოზული ტურნირის მთავარი დაპირისპირება ილია თოფურიასა და ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შორის ქართველი მებრძოლის დამარცხებით დასრულდა. 

UFC Freedom 250 - ასე უწოდეს ტურნირს, რომელიც თეთრი სახლის ეზოში, გაზონზე მოწყობილ რინგზე გაიმართა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების თეთრ სახლში ჩატარების ინიციატორი თავად ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, რომელიც გამართულ ბრძოლებს დაესწრო.

პრეზიდენტმა ტურნირის მონაწილეებს ოვალურ დარბაზში უმასპინძლა და სპორტსმენები ოქტაგონისკენ ამ დარბაზიდან მიემართებოდნენ.