შალს და ადამიანის თმას იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. გარდა იმისა, რომ ორივე მათგანი სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს, ორივე კერატინის ცილის ბოჭკოებისგან შედგება. ჰოლანდიელ დიზაინერს კი გაუჩნდა შეკითხვა, თუ რატომ არის ისე, რომ ერთი მათგანი გამოიყენება, ხოლო მეორეს ყრიან.

სტარტაპი Human Material Loop იმედოვნებს, რომ მოდის ინდუსტრიაში, ერთ დღესაც, ადამიანის თმის ქსოვილის სახით გამოყენებას დაიწყებენ. სტარტაპმა თავისით უკვე შექმნა ადამიანის თმისგან დამზადებული ქურტუკების, ჯემპრებისა და ბლეიზერების პროტოტიპები.

თანადამფუძნებელი ზსოფია კოლარი ამბობს, რომ იგი გაოგნებულია ადამიანის თმის, როგორც ქსოვილის პოტენციალით. პანდემიის დროს მას იდენტობის პრობლემა ჰქონდა და თმის ინდუსტრიის ნარჩენების პრობლემის გადახედვა დაიწყო.

ყოველ წუთს სალონებში უამრავი თმა იყრება. ეს ტონობით რაოდენობაა. როდესაც თმა ნაგვის ცელოფანშია მოთავსებული და მას ჟანგბადი არ მიეწოდება, იგი გამოყოფს გაზებს, რომელსაც წვლილი შეაქვს გლობალურ დათბობაში.

კოლარის თქმით, თმის ქსოვა დიდად არ განსხვავდება სხვა ქსოვილით ქსოვისგან. მისი სტარტაპი თმას ნიდერლანდების, ბელგიის და ლუქსემბურგის სალონებიდან იღებს. ეს არის თმა, რომელიც მოჭრეს, რადგან ამგვარად იგი არ შეიცავს ადამიანის დნმ-ს და მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდება.