აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები და, საერთო ჯამში, შესყიდვის ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.
„გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. შესაბამისად, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ასეთი ტიპის სტრატეგიულ პროექტებს, მათ ეფექტიან მართვასა და განხორციელებას,“ - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.

