გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად ხელახლა აირჩიეს მონტენეგროში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე.

გიორგი პერტაია ასევე იკავებს ევროპალატის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ასევე მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს წევრის თანამდებობებს.ევროპალატა ევროპის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანებაა, რომელიც: მოიცავს 45 წევრ ორგანიზაციას, მათ შორის 43 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატას; წარმოადგენს 20 მილიონზე მეტ კომპანიას; აერთიანებს 1,700 რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.

ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქართული ბიზნესის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისა და გაძლიერებისთვის.

ინფორმაცია სავაჭრო სამრეწველო პალატა ავრცელებს