მათ სახელისუფლებო ბერკეტები აღარ აქვთ, მაგრამ ცდილობენ, გამოიყენონ მათი საყვარელი ბულინგი, სხვადასხვაგვარი ზეწოლა, რომ ბიზნესი შეეყვანათ საარჩევნო თემებში, მაგალითად, ვადამდელი არჩევნების თემაში. რაღაც ფეიკ-პლატფორმა შექმნეს, სადაც რაღაც სია იყო გაკეთებული და საბედნიეროდ გამოჩნდა, რომ ბიზნესის უდიდესი ნაწილი, 99% არ იყო მათი ნების გამტარებელი, რომ ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები. - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
"ადრე თუ სააკაშვილის ხელისუფლება ბიზნესს ატერორებდა, სააკაშვილის და შევარდნაძის ხელისუფლების ზოგიერთი ყოფილი ჩინოვნიკი ცდილობს, ბიზნესი დაატეროროს.
მათ სახელისუფლებო ბერკეტები აღარ აქვთ, მაგრამ ცდილობენ, გამოიყენონ მათი საყვარელი ბულინგი, სხვადასხვაგვარი ზეწოლა, რომ ბიზნესი შეეყვანათ საარჩევნო თემებში, მაგალითად, ვადამდელი არჩევნების თემაში. რაღაც ფეიკ-პლატფორმა შექმნეს, სადაც რაღაც სია იყო გაკეთებული და საბედნიეროდ გამოჩნდა, რომ ბიზნესის უდიდესი ნაწილი, 99% არ იყო მათი ნების გამტარებელი, რომ ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები.
თავისუფალ ბიზნესზე ელაპარაკებიან ისეთ ბიზნესმენს, როგორიც არის მაგალითად, ნოშიკო ნამორაძე. ნოშიკო ნამორაძეს, რომელიც სააკაშვილის დროს ციხეში იჯდა იმიტომ, რომ არ თმობდა და სწორად არ თმობდა ბიზნესის თავისუფლებას, უხსნიან, რომ თურმე, მათ უკეთ იციან ბიზნესის თავისუფლება.
ანუ სრულიად მოგონილი თემები იყო და მაქსიმალურად სცადეს ბიზნესის იზოლაცია. შიდა დონეზე რომ არ გამოუვიდათ, მერე იყო „ანონიმკები“ - მათთვის საყვარელ ენაზე რომ ვთქვა. იმის გამბედაობაც კი არ ეყოთ, ეთქვათ, რა წერილი გააგზავნეს კონგრესში, თუმცა, ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და აუცილებლად მოვა დრო, როცა ამ ადამიანებზე ვიტყვით. ვინ აწერდა ამ წერილს ხელს, ქართველები ვინ იყვნენ, ეს ხომ საქართველოდან გაიგზავნა? მაქსიმალური აქცენტი იყო გადატანილი იმაზე, რომ როგორმე მომხდარიყო ქართული ბიზნესის იზოლაცია, არ გამოვიდა არაფერი და დაიწყეს უკან დახევა, ეს ჩანს. ასე მოხდება პოლიტიკურ საკითხებზეც უკან დახევა, უბრალოდ, ბიზნესი უფრო სწრაფია და მოქნილია, როგორც წესი“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.