შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი, მამელი ქობალია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წანარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში წყალმომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საირიგაციო მომსახურების განახლებული ტარიფისა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების შესახებ, რომლებიც ფერმერთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ადგილობრივ ფერმერებს დეტალურად განუმარტა საირიგაციო მომსახურების მიღების პროცედურები, გადახდის პირობები და წყალმომარაგების რეჟიმები. აღინიშნა, რომ ერთი მორწყვის ოპერაცია არ გულისხმობს ერთჯერად მორწყვას, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, სარწყავი წყლით ისარგებლონ ორი კვირის განმავლობაში.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყალსარგებლობის განრიგის წინასწარ შეთახმების შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს სარწყავი წყლით, მას შესაბამისი ფინანსური ვალდებულება არ დაეკისრება.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, სამელიორაციო სექტორში განხორციელებული რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის ფართო გავრცელებას.

