საქართველოში უმსხვილესი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია, Galt & Taggart 18 აპრილს, 19:00 საათზე საფონდო ბირჟების პირველი კვარტლის შეჯამებისა და ფასიანი ქაღალდების ანალიზის შესახებ ვებინარს გამართავს. 

ვებინარს Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი, დავით ნიშნიანიძე და ასოცირებული ბროკერი, ნიკა მაზანაშვილიგაუძღვებიან.

ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა საფონდობირჟებზე წლის პირველ კვარტალში განვითარებულმოვლენებს. სპიკერები მიმოიხილავენ მთავარმაკროეკონომიკურ ფაქტორებს და მათ გავლენასსექტორებსა და კომპანიებზე. ასევე, ისაუბრებენ, თურა მოლოდინებია ბირჟებზე მომდევნო სამი კვარტლის მიმართ.

ვებინარის მეორე ნაწილში კი სპიკერებიგანიხილავენ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ აქციებიან ფონდები და რომელ ფინანსურ მაჩვენებლებზეუნდა გავამახვილოთ ყურადღება ინვესტირებისას.

„მოხარული ვართ, რომ ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ვებინარის დახმარებით გაეცნონ საფონდო ბირჟების შესახებ სიღრმისეულ, კვლევებზე დაფუძნებულ მიმოხილვას და გაიგონ მეტი ინვესტირების პრაქტიკულ მხარეზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს, ამასთან, ვაძლევთ შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

ვებინარზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციოფორმა: https://galtandtaggart.com/ka/lead-from-analysis

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეხვედრის ბმულსელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.