ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემებირომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა დაფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზეკერძოდ:

 

 ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია;

 2025 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%- და 1,4%შეადგინარაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია;

 ნომინალურ მაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდასაშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებშითუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა;

 ასევე სიცრუეათითქოსშემოსავლებს დახარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდათუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელსჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა დამილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა;

 ასევეაღსანიშნავიარომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამშიგადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

ამ მონაცემებიდან გამომდინარებიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთანარის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა", - ნათქვამია განცხადევაში