ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ოთხშაბათს, დილის 08:30 საათზე, თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. 

ელისეს სასახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება რეგიონში შექმნილი კრიტიკული ვითარება და საფრანგეთის უსაფრთხოების სტრატეგია კონფლიქტის ესკალაციის ფონზე.