ევროკავშირმა უკრაინისთვის კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი ევროს ოდენობის იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ეს მეშვიდე ასეთი ტრანშია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის შეიმუშავეს. შესაბამისი შეთანხმება ბრიუსელში 27 დასავლური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. 

500 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტთან ერთად შეხვედრაზე დაამტკიცეს დამატებით 45-მილიონიანი ტრანში, რომელიც არალეტალური აღჭურვილობისთვისა და უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო სასწავლო მისიისთვის იქნება გამოყოფილი. 

ამასთან ერთად, გამოცემა Reuters-თან წყარო ამბობს, რომ ბერლინი კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება უკრაინის მხრიდან, ლეოპარდის ტიპის ტანკების გადაცემის გამო.