გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეღვინეობისა და მესაქონლეობის სფეროებში გამოცდილების გაზიარების და ერთობლივი პროექტების
განხორციელების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებისა და ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

„ქართული ღვინო გამოირჩევა უნიკალური გემოვნური თვისებებით, რითაც საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ფრანგი მეღვინეების და დისტრიბუტორების აქტიური დაინტერესება მნიშვნელოვანი სტიმულია ქართველი მეწარმეებისთვის და კიდევ მეტად ახალისებს ქართულ ი ღვინის ექსპორტს საფრანგეთის ბაზარზე. რაც შეეხება მესაქონლეობის მიმართულებას – შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის
ერთ-ერთი უმსხვილესი მეცხოველეობის გამოფენის ორგანიზატორები, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი საქართველოს მესაქონლეობის სექტორის მიმართ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ- ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც გამოცდილების გაზიარებას, ისე კონკრეტული საინვესტიციო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს აგრარული სექტორის მოდერნიზაციასა და ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციას.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღვინის ცნობილი ფრანგული კომპანიის „Desprat Saint Verny” აღმასრულებელი დირექტორი პიერ დესპრა და კომპანიის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კომპანია 1885 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ამჟამად საფრანგეთში ღვინის მეოთხე უდიდეს მწარმოებლად და დისტრიბუტორად ითვლება.


„ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოში ჩამოსვლაზე და ქართული ღვინის ავთენტური გემოს აღმოჩენაზე. ამ ვიზიტს სამი მთავარი მიზანი აქვს - უკეთ გავეცნო ქვევრის ღვინის უნიკალურ ტექნოლოგიას და თავად ვცადო ქვევრში ღვინის დაყენება. მეორე მიზანია - გავაცნოთ ქართული ღვინო საფრანგეთის საზოგადოებას. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ ქართულ ღვინოს, რომელიც მართლაც გამორჩეულია - განსხვავებული, შთამბეჭდავი და ღრმა. დაბოლოს, შევიტანო პირადი წვლილი ქართული მეღვინეობის განვითარებაში“, - განაცხადა პიერ დესპრამ.


მეცხოველეობის მიმართულებით შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული პროფესიული გამოფენის - მეცხოველეობის სამიტის