დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს, – იუწყება უკრაინული მედია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. 

დახმარების პაკეტი უზრუნველყოფს ყველაზე მეტად დაზარალებული ოლქებიდან უკრაინელებისთვის ძირითად დახმარებას, როგორიცაა - საკვები, წამლები, წყალი, თავშესაფარი.

"ამ ახალი პაკეტით ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ უზრუნველვყოთ გადაუდებელი და სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის",- განაცხადა დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა.