საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკი და ევექსი, ჯანდაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტს, Healthy Club-ს ახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, ევექსში სხვადასხვა სერვისზე 15%-დან 50%-მდე ფასდაკლება მიიღოს.

შეთავაზება ვრცელდება როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციაზე, ისე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევებზე, სხვა ამბულატორიულ სერვისებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.

მომხმარებლები სხვადასხვა ოდენობის ფასდაკლებას საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის ნებისმიერი სტატუსით (Starter, Bronze, Silver, Gold) მიიღებენ. სტატუსის გადამოწმება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში, მედლების სივრცეშია შესაძლებელი. 

მომხმარებელმა ევექსის სერვისებით სარგებლობისთვის ადგილზე პირადობის მოწმობა უნდა იქონიოს, ფასდაკლება კი საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას იმოქმედებს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად და შეუკვეთეთ სასურველი ბარათი ონლაინ.