საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რომ მომხმარებელს მასზე მორგებული შეთავაზებები მიაწოდოს. ამჯერად ბანკი წლის ბოლომდე Amex ბარათის აღებისას მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, თუკი წლის ბოლომდე Amex ბარათს საქართველოს ბანკის მობილბანკიდან აიღებთ, ერთი წლის განმავლობაში ბარათით უფასოდ ისარგებლებთ. იმ შემთხვევაში კი, თუკი საკრედიტო ლიმიტს გამოიყენებთ და საშეღავათო პერიოდში თანხას სრულად დაფარავთ, ეფექტური 0%-ით ისარგებლებთ.

MR ქულები

Amex ბარათის მთავარი ხიბლი მისი ლოიალობის პროგრამა და დამატებითი სერვისებია.

MR (Membership Rewards) ქულები გროვდება მხოლოდAmex ბარათით, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე ნებისმიერი გადახდისას ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ. 

დაგროვებული ქულები შეგიძლია გამოიყენო ორი გზით: 

• გადაიხადო Amex-ის პარტნიორ ობიექტებში 

• გადაცვალო PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.

როგორ დავაგროვოთ MR ქულები?

Amex ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე იხდი, MR ქულები ავტომატურად გროვდება შენი ლოიალურობის ანგარიშზე.

MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლია საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხო თანხა Amex ბარათზე და იმით ისარგებლო. ამ შემთხვევაში, შენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებ.

მეტი დეტალისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს