ბრიტანეთმა ამერიკული კომპანია Apple რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის 390 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ Apple-ის შვილობილი კომპანია, ირლანდიაში დაფუძნებული Apple Distribution International Limited, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო 390 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.
Apple-ს ჯარიმა დაეკისრა ორი გადარიცხვის გამო, საერთო ჯამში, დაახლოებით 636 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, რომლებიც ADI-მ რუსულ სტრიმინგ სერვის Okko-ს გადაუხადა 2022 წლის ივნისსა და ივლისში.
Okko ეკუთვნის რუსულ კომპანია "ნოვიე ვაზმოჟნოსტის", რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დააწესა როგორც "სბერბანკის", ასევე, "ნოვიე ვაზმოჟნოსტის" წინააღმდეგ. სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მანამდე, ვიდრე Apple აღნიშნულ კომპანიებს თანხას გადაურიცხავდა.

