ბოროტების განადგურება ფულთანაა დაკავშირებული“ — თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის (რომელსაც თეთრმა სახლმა „ომის მდივანი“ უწოდა) ეს ფორმულირება კონგრესისთვის ახალ მოთხოვნას ნიშნავს.

ადმინისტრაცია ირანში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად დამატებით 200 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. აღნიშნული თანხა დაახლოებით 3,5-ჯერ აღემატება საფრანგეთის მთლიან თავდაცვის ბიუჯეტს.

შეგახსენებთ, რომ კონგრესის მიერ დაგვიანებით დამტკიცებული 2026 წლის ბიუჯეტით, სამხედრო ხარჯები ისედაც რეკორდულ ნიშნულს — თითქმის 1 ტრილიონ დოლარს აღწევდა, რაც აშშ-ის ფედერალური დანახარჯების 22,6%-ს შეადგენს.