განათლება ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ის ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად, საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და მომავლის შესაძლებლობების დანახვის გზაცაა. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა სწორედ ადამიანებისთვის ამ შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.
ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ინიციატივები მოიცავს როგორც აკადემიურ და საერთაშორისო განათლებას, ისე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და პროფესიული უნარების განვითარებას.
ბანკის საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.
აღმოაჩინე მიმდინარე შესაძლებლობები - შეავსე განაცხადი და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი:
საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალიარქიტექტორებისთვის
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.
პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
AI სტიპენდია გოგოებისთვის
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვის
იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის გვერდს.
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება უფასოდ
პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება. მიმართულებები მოიცავს ვებპროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებულიახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა.TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
თბილისის წიგნის დღეები - ცოდნა წიგნებიდანაციწყება
განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, განსხვავებული პერსპექტივების გაცნობა და ახალი სამყაროების აღმოჩენა წიგნებითაც შეიძლება.
სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიება მკითხველებს წიგნებისა და ახალი იდეების გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის წიგნის დღეების გვერდს.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები:
UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში
საქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. პროგრამის გამარჯვებულები სულ მალე გახდება ცნობილი.
STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოსმასშტაბით
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს. ახალ ნაკადზე სწავლის წურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.
ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალიჩემპიონებისთვის
საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში სწავლას სრულად დაუფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები მალე გახდებიან ცნობილი.
Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში
პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. ახალ ნაკადზე რეგისტრაცია გაზაფხულის სემესტრში დაიწყება.
CHEVENING - დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა
CHEVENING -ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს და სხვადასხვა მიმართულების სამაგისტრო პროგრამის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. 2027 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. 2028 წლის კონკურსი კი 2027 წლის ზაფხულში გამოცხადდება.
Fulbright - აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით, ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. 2026-27 სასწავლო წლის კონკურსზე განაცხადების მიღება 1 ივლისს დასრულდა. ახალი კონკურსი, გაზაფხულზე გამოცხადდება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია - სწავლისშესაძლებლობა ესპანეთში
კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ისწავლონ მადრიდში, Miami Ad School Europe-ში, 100%-იანი დაფინანსებით. 2027 წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 8 ივნისს დასრულდა. კონკურსი გაზაფხულზე ცხადდება.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge