ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. ამჯერად, აბაშიძის N37-ში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატთან ზურაბ რურუასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

