21 იანვარი ოთხფეხა მეგობართან ჩახუტების დღეა. ამ დღეს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ განსაკუთრებულ მასპინძლობას გაგიწევთ.  ესტუმრეთ  თქვენს შინაურ ცხოველებთან ერთად, შეიძინეთ „დოგი ბეგი“ - სპეციალური საკვები  „ძაღლების მენიუდან“ და მის სანაცვლოდ საჩუქრად  თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად შექმნილ სამახსოვრო  კარიკატურას მიიღებთ.

მნიშვნელოვანია, რომ  კარიკატურისტი ლევან მირონიძე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ 16:00 საათიდან დაგხვდებათ. შეძენილი „დოგი ბეგი“  შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ძაღლისთვის ან მოათავსოთ სპეციალურ სკივრში, რომლითაც ჩვენ მიერ შეფარებულ ძაღლებს გამოვკვებავთ. „დოგი ბეგის“ გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მოხმარდება ცხოველებზე ზრუნვას (მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება, ჰიგიენაზე ზრუნვა, იურიდიული მხარდაჭერა და სხვა)

მიუსაფარი ცხოველებისთვის  უკვე მოხდა  საკვების შეძენა, სახლების აშენება, ნაწილი თანხით კი ვეტერინართან ვიზიტი და აუცილებელი პროცედურები დაუფინანსდ. „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მოსულ სტუმრები ზრუნავენ ჩვენს მიერ შეფარებულ ცხოველებზე, ისინი სპეციალური მენიუდან ყიდულობენ დოგი ბეგებ“  და ამით ერთი მხრივ, საკუთარ ცხოველებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით უმასპინძლდებიან, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარებიან იმ მიუსაფარ ცხოველებს, ვისაც ზრუნვა ძალიან სჭირდება, 21 იანვარს კი, კიდევ გვეძლევა შესაძლებლობა ერთად აღვნიშნოთ ჩახუტების დღე და კიდევე რთხელ დავეხმაროთ მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, “ - აღნიშნავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი  ზაალ ხელაძე.

მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  ამით არ დასრუდლება საღამოს 18:00 საათიდან დიჯეი და პროდიუსერი GOGIGUNIA წარმოგდიგენთ ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს.

დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე +995599142411

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბრიდან, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები მოეწყო და მათ დასახმარებლად სპეციალური მენიუც შედგა. სწორედ ამ დღიდან კლუბის ტერიტორიაზე მადლიერების სკივრი განთავსდა და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ერთგული მეგობრები უკვე ზრუნავენ. ყველას,  ვისაც მათთვის დახმარების სურვილი  აქვს  შესაძლებლობა აქვს სპეციალური დოგი ბეგის შეძენა მენიუდან და სკივრში განთავსება, რომლითაც მიუსაფარი ცხოველების გამოიკვებებიან. დოგი ბეგის გაყიდვიდან შემოსული თანხით კი მათ სამედიცინო მომსახურება და ჰიგიენური პროცედურები დაუფინანსდებათ.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწამოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.