საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 109 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.6 %-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 6 011 000 000 აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.9 %ით), ხოლო იმპორტი 15 098 200 000 აშშ დოლარი (გაიზარდა 6.1 %-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 9 087 300 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 %-ია.