თიბისის მხარდაჭერით, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ ახალი კორპუსი ამოქმედდა.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 15 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 12,5 მილიონ ლარზე მეტია. აღნიშნული თანხიდან 10 მილიონი ლარი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ მიერაა დაფინანსებული.
ამასთანავე, თიბისის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ პარტნიორი გახდა. შედეგად, „პინეოს“ საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მე-4 დონის რეფერალური კლინიკა და მე-3 დონის პრენიტალური ცენტრია, რომელიც პაციენტებს ერთ სივრცეში სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების მომსახურებას.
ეკოსისტემის ორივე კლინიკურ კორპუსში, ერთდროულად 250-ზე მეტ პაციენტს აქვს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კომპეტენტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული მრავალპროფილური ჰოსპიტალი, 600 თანამშრომელთან ერთად, პაციენტებს შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს:
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მეანობა და გინეკოლოგია, ნეონატოლოგია, თერაპია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, კლინიკა-ლაბორატორიული და გამოსახულებითი ყველა სახის დიაგნოსტიკა. აღნიშნულ მიმართულებებს უახლოეს მომავალში რეპროდუქტოლოგიური პროფილიც დაემატება.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატებით. კლინიკაში შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოს ბიოფსია და მაღალტექნოლოგიური კვლევები.
ჯანდაცვის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 45%-ია, მიმდინარე პორტფელი კი 385 მილიონ ლარს შეადგენს.