GE EN

ჩვენ შესახებ

Ipress ჯგუფი:

აერთიანებს საიფორმაციო სააგენტოებს: Ipress.ge, ibusiness.ge, imtavroba.ge, iregions.ge

iPress.ge არის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც ფუნქციონირება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. გუგლ-ანალიტიქსის მინაცემების მიხედვით, iPress.ge-ს მზარდი მაჩვენებლები აქვს როგორც უნიკალური მომხმარებების, ასევე დაბრუნებული მომხმარებლების რაოდენობით. იგი ლიდერის პოზიციებზეა ქართული მთვლელი პროგრამის, Top.ge-ს შესაბამის განყოფილებაშიც. საიტის ყოველდღიური უნიკალური მომხმარებლის საშუალო რაოდენობა 20 000-ს აჭარბებს.

საიტის შინაარსი აბსოლუტურად თავისუფალია ე.წ. ყვითელი კონტენტისგან და სარედაქციო პოლიტიკა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ამავე სტანდარტების პლატფორმაზეა შექმნილი ბიზნეს პორტალი iBusiness.ge, რეგიონული გამოცემა iregions.ge, და პორტალი სამთავრობო და სახელისუფლებო სიახლეების შესახებ – imtavroba.ge. ისინი iPress.ge-ს საკუთრებას წარმოადგენს და ქვეყნის ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროში, რეგიონებში და ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს აშუქებს. Ipress ჯგუფის საკუთრებაა რეგიონული პორტალები adjararm.ge, samegrelorm.ge, ასევე, გასართობ-შემეცნებითი პორტალი mpress.ge და სამედიცინო შინაარსის ვებგვერდი jandacva.ge.

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა ინგლისურენოვანი გაზეთი Caucasian Business Week და ამავე გაზეთის საიტი cbw.ge, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს აშუქებს.