Zoom-ის კვარტალურმა შემოსავალმა 1 მილიარდს გადააჭარბა

83

ამერიკული კომპანიის Zoom Video Communications–ის შემოსავალმა 2021 წლის მეორე კვარტალში პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს.

”მეორე კვარტალში [2021], ჩვენმა კვარტალურმა შემოსავალმა პირველად მიაღწია 1 მილიარდ აშშ დოლარს, რამაც უზრუნველყო ძლიერი მომგებიანობა და ფულადი ნაკადები” – განაცხადა Zoom-ის დამფუძნებელმა, ერიკ იუანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, Zoom–ის აქციები ორშაბათს ვაჭრობის დახურვის შემდეგ 12%–ით დაეცა, ძირითადი ინდექსები კი 2%–ის ფარგლებში გაიზარდა.

Comments
Loading...