Xiaomi-მ ელექტრომობილების მწარმოებელი შვილობილი კომპანია დაარეგისტრირა

6

სმარტფონების წარმოების ერთ-ერთმა მსოფლიო ლიდერმა, ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ  საკუთარი შვილობილი კომპანიის რეგისტრაცია დაასრულა, რომელიც ელექტრო მანქანების წარმოებით იქნება დაკავებული.

ახალი კომპანიის სახელწოდებაა “Xiaomi Qiche” და მისმა რეგისტრირებულმა კაპიტალმა  10 მილიარდი იუანი (დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მთლიანი ინვესტიცია Xiaomi ელექტრო მანქანების წარმოებაში 10 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

Xiaomi–მ უკვე დაიქირავა 300 სპეციალისტის გუნდი ახალი კომპანიისათვის, მაგრამ განაგრძობს მუშაობას მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებაზე. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, Xiaomi–მ ასევე გამოაცხადა სპეციალური სტრუქტურის შექმნის შესახებ, რომელიც შეიმუშავებს ავტომობილების ავტომატური მართვის ტექნოლოგიებს.

Comments
Loading...