Xiaomi-მ დასაკეცი ეკრანის მქონე სმარტფონის კონტენტი წარადგინა (ვიდეო)

59

Xiaomi-მ ახალი სმარტფონი წარადგინა, რომელიც ერთი შეხედვით პლანშეტის ზომის არის, თუმცა შესაძლებელია მისი დაკეცვა, რის შემდეგაც იგი ჩვეულებრივი სმარტფონის ზომის ხდება. მოწყობილობის მასობრივი წარმოების დაწყება მომხმარებლების რეაქციაზე დამოკიდებული.

ჩინური კომპანიის პრეზიდენტმა ლინ ბინმა ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo, ახალი სმარტფონის ამსახველი კონტენტი გამოაქვეყნა. იდეა ის არის, რომ შესაძლებელი იქნება ეკრანის ორივე გვერდიდან გადაკეცვა, რაც მოწყობილობას დაახლოებით ორჯერ დააპატარავებს.

50-წამიან ვიდეოში ჩანს, რომ ლინ ბინს სმარტფონი უჭირავს ხელში, შემდეგ იგი მას ატრიალებს და ეკრანს გვერდებს უკეცავს, რის შედეგადაც პლანშეტი ჩვეულებრივ სმარტფონს ემსგავსება.

ლინ ბინის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაჯეტი შეითავსებს როგორც პლანშეტის, აგრეთვე სმარტფონის ფუნქციებს. მოწყობილობის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ სმარტფონის მასობრივი წარმოება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი ეს იდეა მომხმარებლებს მოეწონებათ.

Xiaomi პირველი და ერთადერთი კომპანია არ არის, რომელმაც დასაკეცი ეკრანის ექსპერიმენტი დაიწყო. ნოემბერში თავისი კონცეპტი წარადგინა კომპანიამ Samsung. იაპონური გამოცემა Nikkei კი, 2018 წლის ივლისში წერდა, რომ კომპანია Huawei საკუთარი ტექნოლოგიის შემუშავებაზე უკვე მუშაობს.

Comments
Loading...