Xiaomi-მ ახალი მოწყობილობა წარადგინა, რომელიც სმარტფონს 17 წუთში 100%-ით ტენის

26

ჩინურმა კომპანიამ Xiaomi, ჭკვიანი ტელეფონებისათვის შეიმუშავა დამტენი, რომელსაც მოწყობილობის ბოლომდე დატენვა 17 წუთში შეუძლია.

ვიდეო, რომელიც დამტენი მოწყობილობის მუშაობის დემონსტრირებას ახდენს, კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ლუ ვეიბინგმა სოციალურ ქსელში Weibo გაავრცელა. ვეიბონგი აგრეთვე არის კომპანიის ქვებრენდის – Redmi მენეჯერი. ანალოგიური ვიდეო განათავსა Weibo-ში კომპანიის პრეზიდენტმა ლინ ბინმაც.

ვიდეოზე ვხედავთ ორ მობილურ მოწყობილობას, აგრეთვე წამმზომს. შემდეგ ვხედავთ, რომ სმარტფონი, რომელიც Xiaomi-ის დამტენზე იტენება, 0-დან 100%-ზე 17 წუთში ადის. ამავე დროის განმავლობაში კი, მეორე სმარტფონი ამავე პირობებში 65%-ზე ადის.

ვიდეოს ბოლოში, რამდენიმე წამით ჩნდება წარწერა, რომლიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალ ტექნოლოგიას შესაძლოა Super Charge Turbo ჰქვია.

კომპანიას ვიდეოში არანაირი დამატებითი დეტალი არ უჩვენებია და არც ის გამოუცხადებია, თუ როდის გამოვა ახალი დამტენები გაყიდვაში.

Comments
Loading...