Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

7

Xiaomi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეი ჯუნმა განაცხადა, რომ კომპანია  ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა Xiaomi–ის საერთაშორისო მარკეტინგის განყოფილების დირექტორმა, ზანგ ცზიუანმაც. 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, Xiaomi-ის განვითარებისთვის საკუთარი მანქანების წარმოების დაწყება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

Xiaomi-ის აქციები 5,4%–ით გაიზარდა და ერთ აქციაზე $ 2,89-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის მარტში, Xiaomi–მ განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს  ელექტრომობილების განყოფილებაში.

Comments
Loading...