ნავთობის მსოფლიო ფასები ღამით იზრდება, WTI-ის მარკის ნავთობის ღირებულება, ნიუ-იორკის ბირჟაზე 10%-ზე მეტად გაიზარდა.
WTI-ის მარკის თებერვლის ფიუჩერსების ნავთობის ფასი 10,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 46,95 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება Brent-ის მარკის ნავთობის ფასს, თებერვლის ფიუჩერსების ფასი 7,96%-ით გაიზარდა და ბარელზე 54,84 აშშ დოლარი შეადგინა.
ბოლო დღეების განმავლობაში, ნავთობის მსოფლიო ფასებზე გავლენა იქონია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საბაზისო განაკვეთის გაზრდამ. ასე ფიქრობს “როსნეფტის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი. მისი პროგნოზით, 2019 წელს ნავთობის ფასი ბარელზე 50-53 აშშ დოლარი იქნება.
“ლუკოილის” პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა კი განაცხადა, რომ კომპანია, მომავალი წლისთვის, ნავთობის შესყიდვას ბარელზე 60 აშშ დოლარით ელოდება. მისი მოსაზრებით, ამჟამინდელი დაბალი ფასები ნავთობზე 2019 წლისთვის დაკორექტირდება.