WTI-ის ბრენდის ნავთობის ფასი ბარელზე 45 აშშ დოლარზე ქვემოთ დაეცა

41

მსოფლიოში სანავთობე კვოტირებები ვარდნას განაგრძობს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, პირველად ბოლო ნახევარი წელიწადის განმავლობაში, ტეხასური West Texas Intermediate (WTI)-ის მარკის ნავთობი ბარელზე 45 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა.

მინიმალურ მაჩვენებელს WTI-ის მარკის ნავთობმა მაშინ მიაღწია, როდესაც 44,73 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 1,88%-ით ანუ 0,86 აშშ დოლარით ნაკლებია წინა ვაჭრობის მაჩვენებლებზე.

45 აშშ დოლარზე ქვემოთ WTI-ის მარკის ნავთობი ბოლოჯერ 2017 წლის 13 ივლისს ჩამოვიდა.

აგრეთვე დაეცა Brent-ის მარკის ნავთობის ფასი. 24 დეკემბერს, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 53,49 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1,12%-ით, ანუ 0,61 აშშ დოლარით ნაკლებია წინა ვაჭრობის მონაცემებზე. 21 დეკემბერს კი, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც 53 აშშ დოლარზე ნაკლებია.

Comments
Loading...