Wizz Air-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

5

საავიაციო კომპანია Wizz Air-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle  წერს.

გამოცემის ცნობით,1 დეკემბრიდან მუშაობის უფლება მხოლოდ კომპანიის ვაქცინირებულ თანამშრომლებს ექნებათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო სრულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალი წესი ვრცელდება როგორც Wizz Air-ის პილოტებზე, ასევე ბორტგამცილებლებზე.

აღინიშნება, რომ თუ სამედიცინო მიზეზების გამო თანამშრომლებს არ შეუძლიათ ვაქცინაცია, მათ მოეთხოვებათ რეგულარულად ჩაიტარონ ანტიგენის ტესტები ან PCR კვლევები.

Comments
Loading...