Windows 11 მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 5 ოქტომბრიდან იქნება

10

Windows 11-ის ოპერაციული სისტემა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 5 ოქტომბრიდან იქნება. ამის შესახებ განცხადებას Microsoft აქვეყნებს.

შესაბამისად, მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან კომპიუტერების გაყიდვა წინასწარ დაინსტალირებული Windows 11-ით გახორციელდება, ხოლო ძველ კომპიუტერებში Windows უფასოდ განახდლება.

მიმდინარე ვერსია – Windows 10 – 2025 წლის 14 ოქტომბრამდე იმუშავებს. ამ დღეს გამოვა ოპერაციული სისტემის შემდეგი განახლება.

შეგახსენებთ, რომ Windows 11 პირველად ივნისში დაინერგა. ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია, რომელიც მომხმარებლებმა შენიშნეს, არის Start მენიუს ახალი პოზიცია – ახლა ის მდებარეობს დავალების პანელის ცენტრალურ ნაწილში.

Comments
Loading...