WhatsApp $266 მილიონით დაჯარიმდა

10

სოციალური ქსელი WhatsApp $266 მილიონით დაჯარიმდა, ვინაიდან აპლიკაცია არ იყო გამჭვირვალე პერსონალური ინფორმაციის მართვის შესახებ. ამის თაობაზე გამოცემა Bloomberg წერს.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, WhatsApp-ის მიერ მომხმარებლების მონაცემების გადამუშავებაში დარღვევები აღმოაჩინა.

WhatsApp-ის ჯარიმა მოსდევს Amazon.com-ის რეკორდულ 746 მილიონი ევროს ჯარიმას პერსონალური მონაცემების ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციების დარღვევით დამუშავებისთვის.

GDPR(General Data Protection Regulation) კანონის თანახმად, ხელისუფლებას უფლება აქვს დააჯარიმოს კომპანიები მათი წლიური გაყიდვების 4%-ით.

Comments
Loading...