WhatsApp-მა შეტყობინების გადაგზავნის (Forward) ფუნქცია 5-მდე შეამცირა

38

მესინჯერმა WhatsApp შეამცირა ადამიანებისა და ჯგუფების რაოდენობა, რომლებისთვისაც ერთი და იგივე შეტყობინების გადაგზავნა (ფუნქცია Forward) შეგეძლო, ხუთამდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას WhatsApp-ის კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტი ვიქტორი გრენდი ავრცელებს.

“დღეს ჩვენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიმიტს 5-მდე ვაწესებთ”, – აცხადებს იგი.

დღეს კომპანია გამოაქვეყნებს სპეციალურ განცხადებას, მანამდე კი შეტყობინებებს Android-ის, შემდეგ iOS-ის მომხმარებლები მიიღებენ.

2018 წელს WhatsApp-მა Forward-ის ფუნქცია უკვე შეზღუდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანებისა და ჯგუფების რაოდენობა, რომლებისთვისაც ერთი და იგივე შეტყობინების გადაგზავნა შეგეძლო, 250-დან 20-მდე იქნა დაყვანილი.

WhatsApp-ი კომპანია Facebook-ის საკუთრებაა. მისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,5 მილიარდი ადამიანი სარგებლობს.

Comments
Loading...