Wells Fargo-მ რუბლის რეალური კურსი დაასახელა: 1$ – 180 რუბლი

3

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა Wells Fargo-მ დაასახელა დოლარის რეალური ღირებულება რუსეთში. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

ასე რომ, Wells Fargo-ს მიხედვით, რუსეთში დოლარი 180 რუბლი ღირს, ხოლო მიმდინარე კურსი რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ვალუტის ხელოვნურად შეკავების შედეგია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიხედვით, ამჟამად დოლარის ოფიციალური კურსი 73,51 რუბლს შეადგენს, ხოლო რეალური მაჩვენებელი სამჯერ მეტია.

შედეგად, ხელოვნურმა რეგულაციამ რუსეთში ვალუტის კატასტროფული დეფიციტი გამოიწვია და მოქალაქეებისთვის დოლარის ან ევროს თავისუფლად ყიდვა შეუძლებელია.

“ვალუტის ამჟამინდელი ძლიერი პოზიცია ძირითადად ადამიანის ხელით არის შექმნილი. ყველა ამ ზომების გარეშე, კურსი ალბათ დოლარზე 180 რუბლის დონეზე იქნება”, – თქვა Wells Fargo Securities-მა.

მეექვსე კვირაა, რუბლის გამყარების მთავარი მიზეზი ცენტრალური ბანკის მკაცრი სავალუტო შეზღუდვების გამო ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების არარსებობაა, – ამის შესახებ RoboForex-ის ანალიტიკოსმა ანდრეი გოილოვმა განაცხადა.

Comments
Loading...