Wealth-X -ის 2017 წლის სუპერ მდიდარი ქალაქების რეიტინგში ჰონგ-კონგი ლიდერობს

48

2017 წლის სუპერ მდიდარი ქალაქების რეიტინგის ლიდერი ჰონგ-კონგია, მეორე ადგილს ნიუ-იორკი იკავებს, ხოლო მესამეზე ტოკიოა.

ისეთი ქვეყნების ხუთეულში, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს შევიდა აშშ (79 595), იაპონია (17 915), ჩინეთი (16 875), გერმანია (15 080) და კანადა (10 840).

მსოფლიოში, მილიონერი მაცხოვრებლების ქალაქების 2017 წლის რეიტინგში, მოსკოვმა 25-ე ადგილზე გადაინაცვლა. ერთი წლით ადრე, ქალაქი 30-ე ადგილზე იყო. რეიტინგში სულ 32 ქალაქია შესული.

ერთი წლის განმავლობაში, რუსეთში მილიონერი მაცხოვრებლების რაოდენობა 19,4%-ით, 1110-დან 1325 ადამიანამდე გაიზარდა. შესაბამისს რეიტინგს Wealth-X აქვეყნებს.

აღნიშნულ რეიტინგში, ადამიანები რამდენიმე ჯგუფად არის დაყოფილი: 1-5 მილიონი აშშ დოლარი; 5-30 მილიონი აშშ დოლარი; 50-100 მილიონი აშშ დოლარი. მოქალაქეებს კი, რომელთა ქონება 500 მილიონ აშშ დოლარიდან 1 მილიარდ აშშ დოლარამდეა, კომპანია ნახევარ მილიარდიან ჯგუფს მიაწერს, ხოლო 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ქონების მფლობელებს – მილიარდერების ჯგუფს.

Comments
Loading...