Wall Street Journal: ჩინეთი და აშშ სავაჭრო შეთანხმების გაფორმების ფინალურ სტადიაზე არიან

55

ჩინეთი და აშშ სავაჭრო შეთანხმების გაფორმების ფინალურ სტადიაზე არიან. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

როგორც მასალაშია აღნიშნული, პეკინი აშშ-ს ტარიფების დაწევას და ამერიკული სოფლის მეურნეობის, ქიმიურ, საავტომობილო და სხვა პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესების შემცირებას სთავაზობს, ვაშინგტონი კი თავის მხრივ, ყველა სანქციის თუ არა, უმრავლესობის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს. საუბარია სანქციებზე, რომლებიც აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ გასულ წელს დააწესა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება გამუდმებით იცვლება. მასალაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ დაბრკოლებები კვლავ რჩება და ნებისმიერი მხარე შესაძლოა შეეჯახოს მას თავის ქვეყანაში.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, მოლაპარაკებები იქამდე მივიდა, რომ დოკუმენტის შესახებ შესაძლოა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტზე გამოცხადდეს, რომელიც შესაძლოა 27 მარტს გაიმართოს, მას შემდეგ, რაც ჩინეთი დაასრულებს თავის ვიზიტს იტალიასა და საფრანგეთში.

შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთი ვალდებული იქნება დააჩქაროს უცხოურ პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, დაწიოს ტარიფები იმპორტირებულ ავტომობილებზე, რაც არსებულ დონეზე – 15%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

პეკინი ასევე აპირებს, გაზარდოს საქონლის შესყიდვები აშშ-დან. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი გახდება ჩინეთის მიერ Cheniere Energy Inc.-სგან გაზის შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 18 მილიარდია აშშ დოლარი იქნება.

Comments
Loading...