Volvo უკან 200 000 ავტომობილს გაიხმობს

30

ავტოკონცერნი Volvo, ბენზინის მილზე არსებული დეფექტის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკან გაიხმობს 200 000-ზე მეტ ავტომობილს.

რუსულ ბაზარზე ეს ეხება 2,393 ავტომობილს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს მცირე ბზარების გაჩენა მილის შიგნით.

დროთა განმავლობაში კი, ამ ბზარებმა შესაძლოა საწვავის გაჟონვა გამოიწვიოს, აგრეთვე ბენზინის სუნი, რაც უფრო გავრცელებული სიმპტომია.

2016 წელს, კომპანიის მიერ, პროგრამულ უზრუნველყოფაში დაშვებული შეცდომის გამო, რუსეთიდან Volvo-მ უკან 3 300 ავტომობილი გაიხმო. რუსეთის საავტომობილო ბაზრიდან, იანვარში კი ავტოკონცერნმა BMW გაიხმო მანქანები.

Comments
Loading...