Volkswagen-ი ჩინეთში მფრინავი ავტომობილების წარმოების შესაძლებლობას იკვლევს

7

Volkswagen-ი სერიოზულად დაინტერესდა მფრინავი მანქანებით. ამ ტიპის პირველი მანქანები შეიძლება გამოჩნდეს ჩინეთში – ამისათვის ახლა გერმანული კონცერნის სპეციალისტები ამზადებენ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

“ვერტიკალური მობილობის კონცეფცია იქნება მომავლის მობილობის სტრატეგიის განხორციელების შემდეგი ნაბიჯი, განსაკუთრებით ტექნიკურად დახურულ ჩინურ ბაზარზე,” – ნათქვამია Volkswagen-ის ოფიციალურ განცხადებაში.

Volkswagen-ი ახალ სეგმენტში თავისი ძალების მოსინჯვას დაიწყებს ჩვეულებრივი მფრინავი დრონით, რომელსაც ბორტზე მინიმუმ ერთი ადამიანის აყვანა შეეძლება. მსგავსი რამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა Cadillac-მა, რომლის დრონსაც შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და დაშვება, ასევე ჰაერში ფრენა 90 კმ/სთ სიჩქარით.

საფრენი მანქანების ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლება ახალგაზრდა სტარტაპებში, ასევე ცნობილ ავტომწარმოებლებში. მორგან სტენლის პროგნოზით, მისი მოცულობა 2040 წლისთვის შეიძლება გაიზარდოს 1,5 ტრილიონ დოლარამდე.

Comments
Loading...