Victoria’s Secret-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

38

ქალის თეთრეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის Victoria’s Secret-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ზინგერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თუმცა, გამოცემის წყარო მისი გადადგომის მიზეზებსა და სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

იან ზინგერი Victoria’s Secret-ს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე, ის ქალთა და მამაკაცის თეთრეულის მწარმოებელ კომპანია Spanx-ს ხელმძღვანელობდა.

Victoria’s Secret-ი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ქალთა თეთრეულს, ტანისამოსსა და კოსმეტიკას აწარმოებს. კომპანიას ფილიალები აქვს კოლუმბიაში, ოჰაიოს შტატში.  Victoria’s Secret-ს აშშ-ში დაახლოებით 100,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Comments
Loading...