Veon-მა იტალიაში ფიჭური ბიზნესის გაყიდვა დაასრულა

50

სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგმა Veon განაცხადა, რომ იტალიაში უმსხვილესი ფიჭური ოპერატორის Wind Tre-ის აქციების 50%-ის გაყიდვა დაასრულა. წილი Veon-ის პარტნიორმა კომპანიამ ჰონგ-კონგურმა CK Hutchison Holdings Ltd.-მა 2,45 მილიარდ ევროდ შეისყიდა.

მიღებული თანხის გამოყენებას Veon-ი ვალის შემცირებისთვის გამოიყენებს. შედეგად, კომპანიის სუფთა ვალი EBITDA-ს წინაშე 1,7-მდე შემცირდება. დაახლოებით 1,2 მილიარდი აშშ დოლარის სუფთა მოგებას კი, კომპანია Veon-ი, 2018 წლის მესამე კვარტალში გეგმავს.

Wind Tre ეს Veon-ისა და CK Hutchison-ის ერთობლივი წამოწყებაა, რომელიც 2016 წლის მიწურულს შეიქმნა. 2017 წელს Wind Tre-ს მოგებამ 6,2 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანია 29,5 მილიონ მობილურ აბონენტს მოემსახურა.

Comments
Loading...