USAID ZRDA ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში

508

დღეს, სასტუმრო Tbilisi Rooms Hotel-ში USAID-ის პროექტ Zrda-ს ინიციატივით გაიმართა საქართველოს ტურ-ოპერატორთა და ტურიზმის სექტორში ჩართულ მხარეთა შეხვედრა, რომლის მიზანი კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა. საუბარი იყო ტურიზმის სფეროში არსებული მოთხოვნა-მიწოდების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების და გადაჭრის გზებზე. ტურიზმის განვითარებისაკენ მიმართული ინიციატივებზე და დაგეგმილ პროექტებზე.

პროექტის მიზანია ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების გზით ხელი შეუწყოს ახალი ტურების შექმნა-გაყიდვას, რაც, ერთის მხრივ ქართულ ტურისტულ ბაზარს შემატებს მრავალფეროვნებას და მოიზიდავს დამატებით ვიზიტორს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავალების ზრდას და განვითარებას.

რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, Zrda ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. პროექტი, აღნიშნული მიმართულებით მუშაობს სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და პანკისის ხეობაში, თუმცა საოჯახო ტიპის სასტუმროების მხარდამჭერ ღონისძიებებს განახორციელებს ყველა სამიზნე რეგიონში. Zrda, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან და რეგიონებში საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელს. მოდელი ორიენტირებულია აგრო-, ეკო-, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, Zrda დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ მხარეებსა და თემებს, განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხურში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEMFest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში.

Comments
Loading...