United Airlines-მა, შესაძლოა, აუცრელი თანამშრომლები დაითხოვოს

3

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines Holdings-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.

აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ კირბიმ განაცხადა, რომ ისეთი თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც COVID-საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, სწორი საქციელია.

უცხოური მედიის ცნობით, კომპანიაში დასაქმებული 67,000 თანამშრომლიდან 300-მდე ადამიანი ჯერ კიდევ არ არის აცრილი.

United Airlines Holdings პირველი ამერიკელი ავიაკომპანიაა, რომელმაც თანამშრომელთა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.

მანამდე, კომპანიამ თანამშრომლების ვაქცინაცია ხელფასის მომატებითა და შვებულების გახანგრძლივებით წაახალისა. შედეგად, დასაქმებულთა დაახლოებით 90% აირცა.

Comments
Loading...