UC Rusal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

51

UC Rusal-მა განაცხადა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა მათიას ვარნიგმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კომპანიას სავარაუდოდ აშშ-ის სანქციების სიიდან ამოშლიან.

“ჩემი ამოცანა შესრულებულია. ჩვენ სტრატეგიული განვითარების ახალ ეტაპზე აღმოვჩნდით, რომელიც აგრეთვე შეეხება დირექტორთა საბჭოს. ამგვარად, ზუსტად დღეს დადგა დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის შეცვლის ოპტიმალური მომენტი”, – წერს ვარნიგი.

ვარნიგი UC Rusal-ის დირექტორთა საბჭოს წევრი 2012 წელს გახდა, ხოლო თავმჯდომარედ იგი იმავე წლის ოქტომბერში აირჩიეს. მისი მუშაობის ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ ბიზნესის რესტრუქტურიზაცია მოახდინა, აგრეთვე ხარჯების ოპტიმიზაცია და სესხის მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირება.

მომდევნო თავმჯდომარეს კი, კომპანიის დირექტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე აირჩევენ, რომელიც 27 დეკემბერს შედგება.

Comments
Loading...