Twitter-მა საეჭვო ანგარიშების მასობრივი წაშლის დაწყება დააანონსა

122

სოციალური ქსელ Twitter-ის ხელმძღვანელობამ, საეჭვო ანგარიშების წაშლა გადაწყვიტა, რათა მომხმარებელთა ხელმომწერების რაოდენობა მნიშვნელოვანი და ზუსტი იყოს.

Twitter-ში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში ბლოკავდნენ ანგარიშებს, რომელთა ქცევაშიც მკვეთრი ცვლილებები შეინიშნებოდა. ასეთი ანგარიშების მფლობელები გარკვეული დროის განმავლობაში მანამ ვერ სარგებლობდნენ საკუთარი ანგარიშით, სანამ პაროლს არ გამოცვლიდნენ, ან არ დაადასტურებდნენ, რომ რეალურად თვითონ არიან ამ ანგარიშების მფლობელები.

მიზეზების სიაში, რომელთა გამოც ანგარიში შესაძლოა საეჭვოდ ჩაითვალოს მაგალითად, სხვა მომხმარებლების ძალიან ხშირი მოხსენიება რაიმე სახის პოსტში.

New York Times-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში Twitter-ს 366 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. 7 ივლისს კი გაზეთმა The Washington Post დაწერა, რომ Twitter-მა დეზინფორმაციასთან ბრძოლა და დღეში მილიონი გვერდის დაბლოკვა დაიწყო.

Comments
Loading...