Twitter-მა მიმდევრების წაშლის ფუნქცია დაამატა

2

მიკრობლოგის ამერიკულმა სერვისმა, სოლიცალურმა ქსელმა Twitter-მა ახალი ფუნქცია დაამატა. შესაბამის ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

Twitter საშუალებას მისცემს ყველა მომხმარებელს საკუთარი მიმდევრების სიიდან არასასურველი პირები წაშალონ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არასასურველი პირის წაშლის შემთხვევაში ამ მომხმარებელს ამის თაობაზე არ ეცნობება.

ფუნქციის ტესტირება დაიწყო სექტემბერში და მიზნად ისახავს მომხმარებლებს მიაწოდოს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ანგარიშის მართვის მეტი ვარიანტი.

მანამდე თავიანთ გვერდზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, ღია ანგარიშების მქონე მომხმარებლებს უწევდათ არასასურველი პირები შავ სიაში შეეყვანათ.

Comments
Loading...