Twitter-მა ილონ მასკის ექაუნთი დაბლოკა

48

ილონ მასკის Twitter-ის ექაუნთი დაბლოკა მას მერე, რაც სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ იგი ჰაკერებმა გატეხეს. ამის შესახებ თავად ილონ მასკმა უკვე აღდგენილ Twitter-ზე დაწერა.

“Twitter-მა მიიჩნია, რომ ჩემი გვერდი გატეხეს და ექაუნთი დამიბლოკა”,- წერს მასკი.

ამასთან, მან დააზუსტა, რომ მისი ექაუნთისთვის ბლოკის დადება სწორედ ის იყო, რომ ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ექაუნთი გატეხილი იყო.

სოციალური ქსელის წესების მიხედვით, თუკი Twitter-ის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მომხმარებლის მონაცემები მოპარული, ან გატეხილია, მის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გაგზავნოს ახალი პაროლი პროფილაქტიკისთვის და დამატებითი ინფორმაცია, რათა მომხმარებელმა შეცვალოს პაროლი და ჰაკერს წვდომა შეუწყდეს.

აქამდე ილონ მასკი თავის გვერდზე წერდა, რომ მას უყვარს ანიმე, აგრეთვე ერთმანეთს ადარებდა სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებს, მაგალითად მან Twitter-ი Dark Souls შეადარა, Reddit-ი – Bloodborne-ს, Instagram-ი – The Legend of Zelda და ა.შ.

Comments
Loading...