Twitter-ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დაბლოკვის გარეშე შეუზღუდონ მონიშვნის ფუნქცია სხვებს

10

Twitter – ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელი, ახალ ფუნქციაზე მუშაობს, რითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეუზღუდონ მონიშვნის ფუნქცია სხვებს, დაბლოკვის გარეშე.

Twitter-ის დიზაინერმა, დომინიკ კამონზიმ ახალ ფუნქციასთან დაკავშირებული რამდენიმე ფოტო გაგვიზიარა.

“საუბარი ხან შეიძლება გინდოდეთ, ხან კი ეს უბრალოდ არ გსურთ”, – განაცხადა მან თავის ტვიტში.

ეს ფუნქცია ფეისბუქს დიდი ხანია აქვს, თუმცა Twitter-ზე აქამდე ხელმიუწვდომელი იყო.

თქვენ შეძლებთ წაშალოთ მონიშვნა ნებისმიერი არასასურველი ტვიტიდან და სხვა თქვენს მონიშვნას ვეღარ შეძლებს. ასევე, თუ ვინმე თქვენ ძალიან ხშირად გნიშნავთ ტვიტებზე, ამის შეზღუდვაც შეგეძლებათ და კონკრეტული მომხმარებელი ხშირად ვეღარ შეგაწუხებთ.

Comments
Loading...