Toyota-ს გაყიდვები 49,3%-ით გაიზარდა

6

იაპონური საავტომობილო კომპანია Toyota Motor Corp.-ის შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 72%-ით გაიზარდა.

კომპანიის სუფთა მოგებამ 8,23 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მოგების მატება გაყიდვების ზრდამ განაპირობა. Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები საანგარიშო პერიოდში  49,3%-ით არის გაზრდილი.

Toyota-ს პროგნოზით, მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში ავტომობილების გაყიდვები 10,6 მილიონს მიაღწევს.

Comments
Loading...