Toyota, დეფექტის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკან მილიონზე მეტ ავტომობილს გაიხმობს

39

ავტოკონცერნი Toyota, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტ Prius-ისა და C-HR-ის მოდელებს უკან გაიხმობს. ამის მიზეზი კი აღნიშნული მოდელების ელექტრო სისტემების რემონტია, რომლებსაც შესაძლოა ცეცხლი გაუჩნდეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკან გახმობა შეეხება 2016-დან 2018 წლამდე გამოშვებულ Prius-ის ზოგიერთ მოდელებს, Prius Prime-ის ჰიბრიდებსა და C-HR-ის გაზის ელექტრულ ვერსიებს. აშშ-ში კომპანია 192 ათას ავტომობილს გაიხმობს უკან. გახმობა აგრეთვე შეეხება იაპონიაში გაყიდულ მანქანებსაც.

WSJ აღნიშნავს, რომ ეს უკავშირდება ავტომობილების აწყობის დროს დაშვებულ შეცდომებს, რასაც პრობლემები მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სექტემბერში იაპონიაში, დეფექტიანი მავთულების გამო უკვე წაეკიდა ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი, თუმცა არავინ დაშავებულა.

Comments
Loading...